Audi AG–მა შეიძინა Ducati Motor Holding S.p.A, რომლის ცენტრალური ოფისიც მდებარეობს ბოლონიეში. ახლა უკვე მოტოციკლებითაც შეძლებს აუდი სხვა კონკურენტებთან მეტოქეობას.
ჯერჯერობით არ სახელდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც გაიღო აუდმა, თუმც ანალიტიკოსების შეფასებით ეს ციფრი დაახლოებით 860 მილიონი ევროა (რომლის ძირითადი ნაწილიც დუკატის მიერ დაგროვებული ვალის გასტუმრებას მოხმარდება).

დუკატის შეძენის შემდგომ აუდი აქტიურად დაიწყებს მოტოწარმოებას, ბოლო მოტოციკლი, რომელიც აუდმა გამოუშვა DKW მარკით (ყოვილი ავტოგაერთიანება), კონვეირიდან მოიხსნა 1966 წელს.
ის, რითაც აუდი მოიხიბლა დუკატში, არის დუკატების ძლიერი ძრავა და მსუბუქი კონსტრუქცია. მოტოგაყიდვების რაოდენობამ 2011 წელს შეადგინა 42 000 მოტოციკლი (ქარხანაში დასაქმებულია 1 100 ადამიანი).
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია დუკატი ჩამოაყალიბეს ძმებმა ანდრიანო და მერჩელო დუკატებმა 1926 წელს, MotoGP ში კი კომპანიას მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE