
Audi–მ Ducati–ის აქციონერებს შესთავაზა 750 მილიონი ევრო მოტოციკლების წარმოებისათვის. როგორც იტალიური პრესა იუწყება, ჰოლდინგი Investindustrial (რომელიც აქციების 70%–ის მფლობელია) კმაყოფილია აუდის შეთავაზებით.
ამ ეტაპზე გაურკვეველია რამდენად მისაღები იქნება აუდის შეთავაზება სხვა დანარჩენი აქციონერებისათვის.
ბოლო დროს Volkswagen Group აქტიურად მუშაობს მოტოციკლების ბრენდების ათვისებაზე.
აღსანიშნავია ასევე, რომ აუდი უკვე ფლობს მოტობრენდ NSU–ის აქციებს და სავარაუდოდ თუ დუკატის აქციებსაც შეიძენს დაიწყება ცნობილი მოტობრენდის NSU–ს წარმოება.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE