დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi ინდოელი ქალბატონებისათვის

01.06.12 Category 1475


Audi ინდოელი ქალბატონებისათვის

Audi–მ ინდოელი ქალებისთვის ახალი მოდელი შექმნა

იმისთვის, რომ გათხოვილ ინდოელ ქალბატონებს ავტომობილით გადაადგილება შეეძლოთ, კომპანია Audi–მ ამ ბაზრისთვის აბსოლუტურად ახალი მოდელის შექმნა გადაწყვიტა.

ინდოელმა დიზაინერმა რიტენ გოჯიამ ორადგილიანი Audi Albino–ს ინოვაციური კონცეპტი შეიმუშავა.

ინდოეთი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ქვეყანაა. მკაცრი წესები სქესთა ყოველდღიურ ურთიერთობას არეგულირებს. მაგალითად, ქალები, განსაკუთრებით გათხოვილები, უფროსი მამაკაცის კამპანიაში ვალდებულნი არიან, სახე დაიფარონ. მათ ასევე ეკრძალებათ მამაკაცების გვერდით ჯდომა, გარდა ქმრებისა და უმცროსი ძმებისა.

ველოსიპედით ან მოტოციკლით მგზავრობა ხშირად განიხილება როგორც ტაბუს დარღვევა, პირადი ავტომობილის შეძენის საშუალება კი საშუალო კლასის დიდ ნაწილს არ აქვს. ამიტომ კონცეპტი Audi Albino ინდოელ ქალებს საშუალებას მისცემს, ტრადიციების დარღვევის გარეშე ისარგებლონ ავტომობილით. სიახლეს რიქშები და ტაქსის სამსახურებიც დააფასებენ.

გარეგნულად მოდელი ვიწრო ტახტრევანს მოგვაგონებს, რომლითაც ადრე გავლენიანი ოჯახების ცოლები და ქალიშვილები დაჰყავდათ. თუმცა ავტომობილის ძარა ძალიან მყარი მასალისგანაა დამზადებული, ტახტრევანის მზიდავების როლს  კი დიზელის ძრავი ასრულებს.

რაც შეეხება გარე გაფორმებას, Audi Albino შესაძლოა Audi–ს ნებისმიერი აქსესუარითა და სისტემით იყოს აღჭურვილი, მაგრამ მისი ძირითადი თავისებურება  შიდა ტიხარია, რომელიც მგზავრსა და მძღოლს ერთმანეთისგან ჰყოფს. ქალი მგზავრის სავარძელი ავტომობილის სვლის საპირისპირო მხარესაა მიმართული. ინდოელი ქალი სალონში შესვლას ცალკე კარიდან შეძლებს, დაბურული მინები კი მას მთელი თავისი სილამაზისა და საიდუმლოების დაფარვის საშუალებას მისცემს.