2009 წელს Audi-მ Geneva Motor Show-ზე წარადგინა TT-ს ყველაზე ძლიერი ვერსია RS
ლოგოების თანდართვით. 2009 წლის Geneva Motor Show-ზე წარდგენილი იყო TT-RS-ის
როგორც Coupe ისე Roadstar ვერსიაც. 2009 წლის ზაფხულშივე დაიწყო ყველაზე მძლავრი
TT-ს გაყიდვები.
Audi-ის ინჟინრება TT-RS-ის კაპოტქვეშ 5 ცილინდრიანი ტურბირებული ძრავი მოათავსეს (Audi-ში 5 ცილინდრიან ძრავს დიდი ისტორია აქვს პირველი 5 ცილინდრიანი ძრავი 1976 წელს ფერდინანდ პიხტმა შექმნა და 80 იან წლებში 5 ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი 5 000 ერთეული ავტომობილი გაიყიდა. შესანიშნავ კონბინაციას ქმნიდა 5 ცილინდრიანი ძრავი და Audi-ს ლეგენდარული Quattro სისტემა ავოტმობილებში, სწორედ ამის დამსახურებააა Audi-ს მრავალი გამარჯვება ავტორბოლებში.)
TT-RS-ის 5 ცილინდრიანი ძრავი 2.5 ლიტრის მოცულობის არის, გამოიმუშავებს 340 ცხნეისძალას და 450ნ*მ-ს რაც ავტომობილს ეხმარება 100 კმ/ს-მდე 4.5 წამში აჩქარდეს და განავითაროს მაქსიმალური 250კმ/ს ან 280 კმ/ს სჩქარე (Audi გვთავაზობს სიჩქარის ორი ტიპის ლიმიტს 1-250კმ/ს 2-280კმ/ს)
ახლა კი თემას ცოტათი გადავუხვევ და მცირე მონახაზს გავაკეთებ Audi-ს 5 ცილინდრიან ძრავზე. როგორც ზემოთ ვახსენე Audi-ში 5 ცილინდრიან ბენზინის ძრავს დიდი ისტორია აქვს და ასევე მრავალი წარმატებაც ახსოვს. ეს სპორტული ხასიათის ძრავი მემკვიდრეობით გადაეცემოდა მრავალ Audi-ის 80 იან წლებში, მაგრამ ყველაზე ცნობილი მაინც 1980 წელს შექმნილი 2.1 ლიტრის მოცულობის ტურბინირებული აგრეგატია რომელიც 1984 წლამდე გმაოიყენებოდა Audi Sport Quattro-ში. თავდაპირველად 2.1 ლიტრის მოცულობის 5 ცილინდრიან ძრავს 200 ცხენისძალა ჰქონდა ხოლო მცირედი განვითარების შემდეგ მან დამატებით 106 ცხნეისძალა მიიღო და ჯამში 306 ბედაური ჰყავდა რეზერვში. სწორედ ეს 2.1 ლიტრიანი ძრავა და Quattro სისტემა გახდა წარმატების ფორმულა. სწორედ ამ ძრავის ბაზაზეა შექმნილი TT-RS-ის ძრავი თუმცაღა იგი მოცულობით ოდნავ გაიზარდა 2480 კუბურ სანტიმეტრამდე, ამ ძრავის უნუიკალურობა მის სტრუკტურაშია სადაც ტურბოკომპრესორი და FSI (საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა) ტექნოლოგია ერთად არის თავმოყრილი. 
Audi TT-RS 1450 კილოგრამს იწონის და მისი სიმძლავრის წონასთან შეფარდბის მაჩვენებელი 4.3კგ/1ცხ უტოლდება (1 ცხნეისძალაზე 4.3 კილოგრმაი მოდის) რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. რათქმაუნდა Roadstar ვერსია ცოტათი მძიმეა და 1510 კილოგრამს იწონის, მისი წონასთან სიმძლავრის შეფარდების კოეფიციენტია 4.4კგ/1ცხ. მისი წონის ასეთი მაჩვენებელი ავტომობილში დიდი რაოდენობით ალუმინის მასალის გმაოყენების დამსახურებაა.
TT-RS-ს როგორც უკომპრომისო სპორტულ ავტომობილს შეეფერება ძალიან გაუმართლა რადგან მისი 2.5 ლიტრიანი 5 ცილინდირანი ძრავი სიგრძეში მხოლოდ 49 სანტიმეტრია, რაც შესაძლებლობას იძლევა მისი განივად დამონტაჟების, ასევე ამ ძრავ დიდი + აქვს წონის მხრივ რადგან მხოლოდ 180 კილოგრამს იწონის. ამ ძრავის წონის ასეთი მაჩვენებელი მაში თუჯის გრაფიტის და ალუმინის გამოყენების დამსახურებაა.
TT-RS თავისი ულტრა მძლავრი 5 ცილინდრიანი ძრავით საშუალოდ 9 ლიტრი საწვავის მოხმარებას საჭიროებს 100კმ-ზე. (roadstar 9.5 ლიტრი.) 340 ცხენისძალიან ძრავში ასეთი წვის შედეგი სწორედაც რომ FSI ტექნოლოგიის დამსახურებაა. საწვავი პირდაპირ წნევით შეიფრქვევა ცილინდრში და შიქნიდ კიდე ვუფრო დიდი წნევას ქმნის ჟანგბადთან ერთად ცილინდრში შეკუმშვის კოეფიციენტი კი 10.0:1 არის. TT-RS-ის ტურბო 1.2 ატმოსფეროს (1.2bar) ტენის ძრავში, ხოლო მის ინტერკულერს რომელიც რადიატორის ცხაურის ქვედა ნაწილის უკან იმალება, სრულ დატვირთვაზე გადახურებული ჟანგბადის 80%-ით გაგრილება შეუძლია. როგორც კი მძღოლი TT-RS-ის სალონში მოთავსებულ SPORT ღილაკს დააწვება მაშინვე უმატებს ღრიალს გმაოსაბოლქვი სისტემა და უფორ ინტენსიური ხდება ძრავის მკვეთრი რეაგირება.
ასე რომ RS-ის ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ოჯახიის ტრადიციის თანახმად TT-RS-საც შემუშვებული აქვს quattro GmbH რაც მართვის არანაირ შეზღუდვას არ იძლევა. ავტომობილი აღჭურვილია ახალი თანამედროვე და მარტივი კონსტრუქციის მქონე 6 სიჩქარიანი სპორტული გადაცემათა ტრანსმისიით რომელიც იძლევა მაღალ შედეგს, რადგან ძალიან მცირე დრო სჭირდება მისი მეშვეობით ავტომობილის შიჩქარიდან სიჩქარეში გადაყვანას.
ავტომობილში როგორც ვახსენე დამონტაჟებულია Quattro-სისტემა რომელიც ძირითად სიმძავრეს უკანა თვლებზე გადაისვრის თუმცა ადგილიდან დაძვრისას პირიქით უფრო მეტი ძალა წინა თვლებს ადგება შედეგად ავტომობილს ენიჭება გასაოცარი წევის დინამიკა და სტაბილურობა.
რაც შეეხება ელექტრონულ სტაბილიზაციის პროგრამას (ESP) შესაძლებელია მისი სპორტულ რეჟიმზე დაყენება და სრულიად გათიშვაც. 
TT RS აღჭურვილია ელეკტრონულად რეგულირებადი სპორტული დაკიდების სისტემით რომელსაც ორი მოდიფიკაცია გააჩნია. პირველი ეს არის comfort mod ალბად გასაგებია თქვენთვის მაგრამ მაინც დავკონკრეტდები და ვიტყვი რომ ეს მოდი მძღოლს ეხმარება კომფორტულად გადაადგილებაში რადგან ნაკლებად მგრძნობიარეა უსწორმასწორო გზის მიმართ. ხოლო მეორეს ალბათ ხვდებით რაც იქნება, ეს არის Sport-რეჟიმი რომლის გააქტიურების შემდეგაც ავტომობილი 1 სანტიმეტრით უფრო დაბლა იწევა და უფრო მოქნილი ხდება. 
დროა გადავიდეთ მის გარეგნულ მხარეზეც. ალბათ უკვე სურათების დახმარებით შეამჩნევდით TT-ს სახეცვლილ იერს რომელიც უფრო აგრესიულად გამოიყურება, ამაში კი მას დაეხმარა ახალი ბამპერები (წინა უფრო დიდი სავენტილაციო განყოილებებით) ახალი ცხაური ისეთი როგორიც RS-ს ახასიათებს, დიფუზორი უკან, უკანა სპოილერი, დღის განათების სისტემა (LED), ახალი სარკეები და 18 დიუმიანი ალუმინის დისკები რომელთაც უკან (წინებში) 360 მილიმეტრიანი სამუხრუჭე სისტემა იმალება RS ლოგოთი დამშვენებული (უკანები 310 მილიმეტრი).
რაც შეეხება ინტერიერს აქ დაგვხვდება უმაღლესი ხარისხის ტყავში გახვეული სპორტული სავარძლები, სამ ქიმიანი სპორტული საჭე, ალუმინის პედლები და კიდევ სხვა ბევრი რამ.. და რაც მთავარია RS ლოგო. მისი შიდა მოცულობა 250-700 ლიტრია.
ახლა კი ყველაზე საინტერესო Audi TT-RS Coupe-ს ფასი 55,800 გერმანულ ევროს შეადგენს ხოლო Roadster-ის საფასური 58,650 ევორს უტოლდება.
















© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE