დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi Q7

12.23.11 Category 2806


Audi Q7

 Audi Q7, ეს მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოთაგანი დედამიწას 2006 წლის მეორე ნახევარში მოევლინა. Q7 არის SUV ტიპის ავტომობილი სადაც გაერთიანებულია სპორტული ხასიათი, ელეგანტურობა და უმაღლესი კომფორტულობა როგორც პრემიუმ კლასისი ავოტმობილს შეეფერება, ამავდროულად ავტომობილი დატვირთულია მრავალი ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიით. სწორედ ამ მრავალმხრივი განვითარების დამსახურებაა ის რომ ავტომობილი ბაზარზე გასვლის დღიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 Audi Q7 პირველი SuV-ტიპის ავტომობილი იყო Audi-ს ისტორიაში. Q7 მიეკუთვნება მესამე თაობის performance SUV ავტომობილს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ზემოთ ვახსენე ავტომობილი მრავალ მხრივად არის განვითარებული და მასში ერთად არის თავმოყრილი სპორტულობის,ელეგანტურობის და  off-roader ელემენტები.

 რაც შეეხება Q7-ის დიზაინს მისი შემხედვარე დარწმუნდებით რომ SUV-ტიპის ავტომობილი აუცილებლად დიდი და კუთხეებიანი მოყვანილობის არ უნდა იყოს. მისი დიდი ცხაური იმის მიმანიშნებელია რომ მის უკან მძლავრი და დახვეწილი ძრავია დამონტაჟებული. მისი მომრგვალებული ფორმები და დეტალები ერთმანეთს მაქსიმალურად ავსებს, Q7-ის პროპორციები ერთმანეთის შესაფერისი და ჰარმონიულია ამავდროულად ნიშანდობლივიც, რადგან ასეთი სიმაღლის სიგანის და სიგრძის ერთმანეთთან შეფარდების მაჩვენებელი ნაწილობრივ ხაზს უსვამს მის სპორტულ მხარეს. ვიზუალურად ავტომობილი ძალიან დახვეწილი და მიმზიდველია რაც დიზაინერების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. 

 რაც შეეხება Q7-ის ინტერიერს იგი დამზადებული აუმაღლესი ხარისხის მასლაისგან და მაქსიმალურდ მორგებული მძღოლზე და მგზავრებზე. Q7-ის ინტერიერის დახვეწილი დიზაინი მძღოლს ფართო ხედვის საშუალებას აძლევს. აქვე დავამატებ იმასაც რომ ავტომობილის ინტერიერი წარდგენილი იყო 2007 წლის საუკეთესო ინტერიერის ნომინაციაზე. ამ ავტომობილის ინტერიერი ერთდროულად ერგება სპორტულ და ელეგანტურ ხასიათებს. უმაღლესი ხარისხის მასალისგან შექმნილი ინტერიერი დაფარულია თანამედროვე მრავალფუნქციური პანელებით, ამავდროულად Q7-ის ინტერიერი კონტრასტულად არის გადაწყვეტილი რამდენიმე ფერში. Q7-ის საბარგულის მინიმალური მოცულობა 775 ლიტრია ხოლო მაქსიმალური მოცულობა 2035 ლიტრს უტოლდება.


Q7-ის მიმზიდველი და დადებითი მხარე მხოლოდ მისი ელეგანტური დიზაინის მოყვანილობაში არ მდგომარეობს ავტომობილი არის ძალიან გამძლე და უსაფრთხო, ხოლო მისი მგზავრების უსაფრთხოებაზე State-of-the-art restraint სისტემა ზრუნავს. ავტომობილს უსაფრთხოების მხრივ მინიჭებული აქვს 5 ვარსკვლავიანი კატეგორია.

 

2006 წელს როდესაც Q7-ის დებიუტი შედგა წარდგენილი იყო მხოლოდ ორი აგრეგატი. ესენი იყო 4.2FSI ლიტრის მოცულობის 8 ცილინდრიანი V ტიპის ძრავი და 3.6 ლიტრის მოცულობის ასევე V ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი.


მისი პირველი 8 ცილინდრიანი ძრავი გამოიმუშავებს 350 ცხენისძალას და 440 ნ*მ-ს რის სედეგადაც ავტომობილი 100 კმ/ს-მდე 6.4 წამში ჩქარდება და ანვითარებს ელეკტრონულად შეზღუდულ მაქსიმალურ 235 კმ/ს სიჩქარეს. ეს ძრავი მიერთებულია 6 სიჩქარიან ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფთან.

Q7-ის 3.6FSI ლიტრიანი V6 ძრავი გმაოიმუშავებს 280 ცხენისძალას და 360 ნ*მ-ს რის შედეგადაც ავტომობილი 100კმ/ს-მდე ჩქარდება 8.5 წამში და ავითარებს 225 კმ/ს სიჩქარეს ეს ძრავიც იგივე ტიპის გადაცემათა კოლოფს აწვდის სიმძლავრეს.

 

2007 წელს Q7-მა მიიღო ორი პროგრესული დიზელის ძრავი. ესენი არის 4.2TDI V8 ტიპის აგრეგატი და 3.0TDI V6 ტიპის ძრავი.

 

4.2TDI V8 ტიპის აგრეგატი გამოიმუშავებს 326 ცხენისძალას და 650ნ*მ-ს შედეგად ავტომობილი ჩქარდება 6.4 წამში და ავითარებს ელეკტრონულად ლიმიტირებულ 235 კმ/ს სიჩქარეს. ამ ძრავზე მიერთებულია იგივე ტიპის 6 სიჩქარიანი Tiptronic ტრანსმისია.

 

3.0TDI V6 ტიპის ძრავი გამოიმუშავებს 233 ცხენისძალას და 450ნ*მ-ს რის შედეგადაც ავტომობილი 100 კმ/ს 9 წამში ანვითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/ს აღწევს.

 

ავტომობილი დღემდე წარმოებაშია და თავის კლაში ერთ ერთი საუკეთესოა რაც მისი დინამიურობის კომფორტის და მრავალმხრივი ხასიათის და განვითარების დამსახურებააა. და რათქმაუნდა Q7 ის ყოველი ვერსი აღჭურვილია Quattro ტექნოლოგიით რომელიც უდედის პოპულარობით სარგებლობს უკვე 31 წელია.

 

 
 2009
 წლის მიწურულს Q7-ს ჩაუტარდა სახე ცვლილება (face lift) რაც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა ავტო ინდუსტრიაში.
 ექსტერიერში მაშტაბური ცვლილებები არ ყოფილა, შეიცვალა მხოლოდ ფარები, ცხაური, წინა და უკანა ბამპერები. რაც შეეხება ავტომობილის ტექნოლოგიურ წინსვლას Q7-ს დაემატა ახალი LED მაშუქები, რომლებიც განთავსებულია როგორც წინა ფარებში კიდეების გაყოლებაზე, ასევე განთავსებულია უკანა ფარებში. ავტომობილმა მიიღო ახალი მესამე თაობის განახლებული სანავიგაციო სისტემა MMI navigation/entertainment/information. ნავიგაციას დაემატა სამ განზომილებიანი მაჩვენებელი და ახალი მეტად დახვეწილი სამართავი ჯოისტიკი. 
  2009 წელს Q7-მა მიიღო ახალი ტიპის 3.0 ლიტრის მოცულობის ტურბინირებული FSI ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ძრავი რომელიც ორი სახით გვევლინება. პირველი ეს არის 272 ცხენისძალიანი და 400 ნ*მ ის მქონე ვერსია რომელიც ავტომობილს 100 კმ/ს-მდე 7.8 წამში აჩქარებს და ანვითარებს მაქსიმალურ 225 კმ/ს სიჩქარეს. ხოლო მისი მეორე ვერსია შედარებით ძლიერია და გამოიმუშავებს 333 ცხნეისძალას და 440 ნ*მ-ს, შედეგად ავტომობილი 100 კმ/ს-მდე ჩქარდება 6.8 წამში და ანვითარებს მაქსიმალურ 247 კმ/ს სიჩქარეს.