
2011 წლის პირველ ნახევარში კომპანია აუდიმ მსოფლიოში 652 950 ავტომობილი გაყიდა, მერსედესმა – 610 531. ამგვარად, ეს უკანასკნელი, მეორე ადგილზე გავიდა გერმანულ პრემიალურ მარკებს შორის;
ლეგენდარულ სამეულში ლიდერობა კვლავ -ს BMW-ს ეკუთვნის, რომელსაც წელს 689 861 ავტომობილი აქვს გაყიდული. საქმიანი გამოცემა «РБК daily»-ის ინფორმაციით, 2010 წლის იგივე პერიოდში, ლიდერების სამეულის პოზიციები ოდნავ განსხვავებული იყო: BMW – Mercedes-Benz – Audi; შარშანდელთან შედარებით, BMW-მ და Audi-მ გაყიდვები 18%-ით გაზარდეს, Daimler-ის მსუბუქი მანქანების განყოფილებამ – სულ 10%-ით.
გერმანელი ანალიტიკოსების აზრით, 2011 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ავტო-ბაზრების ზრდა რამდენადმე შენელდება, მერე გარკვეული რეცესიაც არის მოსალოდნელი; გერმანული ავტომშენებლობის პრობლემების მკვლევარი, გაისლინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ვილი დიტცი თვლის, რომ ავტოკომპანიებისთვის 2012 მთავარ რისკებად აშშ-ში ახალი რეცესიის საფრთხე და ჩინეთის ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ ხისტი რეგულირება შეიძლება იქცეს, რადგან სწორედ ეს ბაზრებია მთავარი პრემიალური ავტო-მარკებისთვის
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE