დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ჰიბრიდული ა6 2012 წელს გამოჩნდება

07.19.11 Category 1930


ჰიბრიდული ა6 2012 წელს გამოჩნდება

ჰიბრიდული ა6 2012 წელს გამოჩნდება

 

 


აუდში აცხადებენ, რომ დაწყებულია ჰიბრიდული ბიზნეს სედანი a6–ის წარმოებაზე მუშაობა. კომპანიის მონაცემებით, იგი აღჭურვილი იქნება V6 ძრავით, რომელიც მომავალ წელს გამოჩნდება საზოგადოების წინაშე.

ეკოლოგიურად სუფთა აუდი ა6 წარმოდგენილი იქნება პარალელური ჰიბრიდული ძრავით, რომელიც იქნება 2 ლიტრიანი TFSI ძრავით და ელექტროძრავით აღჭურვილი. სიმძლავრე შეადგენს 245 ცხ.ძალას.

ასეთი მონაცემებით სედანი შეძლებს 7,3 წამში 100კმ/სთ–ს განვითარებას, მაქსიმალური სიჩქარით 238 კმ/სთ.

100კმ–ის გავლისათვის საკმარისი იქნება 6,4 ლიტრი საწვავი. ელექტროძრავის ენერგიის წყაროდ გამოყენებული იქნება 36,7 კგ–იანი ელემენტი, რომელიც დაიკავებს 26 ლიტრი ოდენობის ადგილს ავტომობილის საბარგულში.

მძღოლს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს სამი რეჟიმი : EV (ელექტროძრავი) D (ორთავე ძრავი) S (აქტიური მოძრაობისათვის).