დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

2011 Audi R8 V10 Spyder RMS

06.01.11 Category 1917


2011 Audi R8 V10 Spyder RMS

RENM Performance-ი არის ერთ ერთი Tuning კომპანია რომლის კლანჭებშიც ბოლოს AUDI R8  Spyder-ი მოექცა. კომპანიამ საკმაოდ კარგად იმუშავა და შედეგიც წარმატებულია. ტუნერებმა ავტომობილს დაუმატეს ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული წინა ტუჩი (ქვედა სპოილერი რომელიც წინა ბამპერზეა განთავსებული) ასევე ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მეტად აგრესიული დიფუზორი, ახალი სპოილერი, ახალი გამოსაბოლქვი სისტემის მილი რომელიც უკანა ბამპერის შუა ნაწილშია განთავსებული (რომლის წყალობითაც როგორც ტუნერმა განაცხადა ავტომობილი Bugatti Veyron-ს დაემსგავსა) და ATS-ის 20დიუმიანი მსუბუქი შენადნობის მუქი შეფერილობის დისკები. რაც შეეხება ინტერიერს ტუნერმა მართლაც კარგად იშრომა, აქ ჩვენ შევხვდებით საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირბადის ბოჭკოვან მასალას, წითელი ფერიში გაწყობილ პანელებს, ახალ ციფრულ ინდიკატორს რომელიც მანქანის სპიდომეტრზეა განთავსებული და უმაღლესი ხარისხის შავი ტყავისგან დამზადებულ სპორტულ სავარძლებს.
 თუ ჩვენ ძრავის სახურავს ავხდით მის ქვეშ დაგვხვდება უფრო მეტად დაკუნთული ძრავი ნაცვლად 525 ცხენის და 535 ნიუტონ მეტრისა 600ცხენისძალით და 590 ნიუტონმეტრი მბრუნავი მომენტის მქონე ძრავი. ჯერ ჯერობით ავტომობილის სხვა ტექნიკური და პრაქტიკული მონაცემები უცნობია. უახლესი ინფორმაციის გავრცელების თანავე განახლდება სტატია.







Bugatti Veyron :