
ზუსტად ოცი წლის წინ 1991 წელს Tokyo Motor Show-ზე წარსდგა Audi Avus Quattro Concept. დიახ, თქვენ არ გეჩვენებათ ეს ცოტათი უცნაური და საინტერესო ავტომობილი ოცი წლის წინ შეიქმნა. იმ დროისთვის Audi Avus ითვლებოდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინოვაციურ ავტომობილად. ავტომობილი აღჭურვილია 6 ლიტრიანი W12 ტიპის 60სარქველიანი ძრავით რომელიც 509 ცხენისძალას გამოიმუშავებ და მაქსიმალურ 340კმ/ს ანვითარებს, ამ ავტომობილს პირველი ასეული კილომეტრის აღება 2.9 წამში შეუძლია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომAudi Avus უნდა ყოფილიყო იმ დროისთვის ყველაზე სწრაფი სერიულად წარმოებადი ავტომობილი. ავტომობილს ჰქონდა ალუმინის კორპუსი და 20დიუმიანი ასევე ალუმინისგან დამზადებული დისკები (იმდროისთვის არნახული ზომა). ავტომობილმა ძალიან დიდი ფურორი მოახდინა მაგრამ დღემდე ამ ავტომობილის მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლიარი არსებობს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს პროექტი ჩავარდა. 









© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE