დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI R8 Razor PPI GTR 801 ცხენისძალა

05.30.11 Category 1863


AUDI R8 Razor PPI GTR 801 ცხენისძალა

Tuning კომპანია PPI-მ AUDI R8 V8 4.2 FSI-ის ხელი პირველად 2009წელს მოჰკიდა, რის შედეგადაც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად შეიცვალა: 420 ცხენისძალიდან 560 ცხენისძალამდე, 430ნიუტონმეტრიდან 600 ნიუტონმეტრამდე, ხოლო ავტომობილი 100კმ/სგანვითარებას სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით 1 წამით ნაკლებ დროში ახერხებდა. შესაბამისად ავტომობილს მაქსიმალური სიჩქარის(სტანდარტული AUDI R8-ს 301კმ/ს სგან განსხვავებით) 332კმ/ს-ის განვითარება შეეძლო.

 2010 წლის ჟენევის MOTOR SHOW-ზე ტუნერმა გაავრცელა რომ ისინი800 ცხენისძალიან AUDI R8 ამზადებდნენ და ამ ყველაფერს ახალი Bi-Centrifugal Supercharger-ის დახმარებით შეძლებდნენ (B-CS). რამოდენიმე დღის წინ მზადება დამთავრდა და ტუნერმა ფარდა ახადა თავის ქმნილებას, რომლის რესურსებმაც ძალიან გამაოცა. ავტომობილსთვის Bi-Centrifugal Supercharger ტექნოლოგიის ვარგისიანობისთვის საჭირო გახდა ავტომობილის მთლიანი გაგრილების და ჰაერის მიწოდების სისტემის შეცვლა. შედეგად მივიღეთ 801 ცხენისძალა 860 ნიუტონმეტრი  5.910 ბრ / წთ-ში ამ მონაცემების მიღების შემდეგ ავტომობილი პირველ ასეულ კილომეტრს 2.9 წამში იღებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარე 350 კმ/სუტოლდება.
 რაც შეეხება ექსტერიერს აქ გამოყენებულია დიდი რაოდენობით კარბონი და მთელი რიგი აეროდინამიკური სპოილერების ნაკრები. ასევე ინტერიერშიც დიდი რაოდენობით არის გამოყენებული ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა რაც ავტომობილს აგრესიული და სპორტული იმიჯის შექმნაში ეხმარება.