რამოდენიმე წლის წინ როდესაც AUDI-მ შექმნა Lamborghini Gallardo ასევე შექმნა თავისივე ქმნილების კონკურენტი AUDI R8, მაგრამ მას არ ჰყავდა ასევე თავისივე ხელით შექმნილი Lamborghini Murcielago-ს და ახლა უკვეLamborghini Aventador LP700-4-ის კონკურენტი. სავარაუდოდ კომპანია აპირებს ახალი Supercar-ის შექმნაც რომელიც AUDI R8-ს ბაზაზე აიწყობა, მაგრამ შედარებით სწრაფი და მაღალი კლასის იქნება. ინტერნეტ სივრცეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც რომ ავტომობილს ექნება V10ტიპის ძრავი, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ იქნება თუ არა ეს ის ძრავი რომელიც R8-შია მოთავსებული? და როგორ შეძლებენ ისენი 600hp+მიღებას (როდესაც ეს ძრავი R8-ს მხოლოდ 525 ცხენისძალას აწვდის)ჯერჯერობით უცნობია. ინტერნეტში ასევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 338კმ/ს გადააჭარბებს.

© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE