დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI R8 NF

05.30.11 Category 1426


AUDI R8 NF


აუდი მუშაობს R8-ს მსუბუქ ვერსიაზე.
ავტომობილის პრეზენტაცია გერმანიაში ცენტრ Neckarsulm-ში შედგა. კომპანია AUDI-მა ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას სამომავლო გემები გააცნო R8-ს ახალი ვერსიის შესახებ რომლის კოდურ სახელად NF შეირჩა. სამწუხაროდ ჟურნალისტებს აეკრძალად პრეზენტაციაზე კამერების შეტანა და ფოტოების გადაღება.
პრეზენტაციაზე განაცხადეს რომ AUDI R8 NF და კიდევ სხვა რამოდენიმე მოდელი (როგორიცაა E-Trone და R8 GT რომელიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება) აიწყობა ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგან და ასევე დამზადდება მსუბუქი დეტალები ძრავისთვის და სავალი ნაწილებისთვის. გაგვანდეს ისიც რომ ავტომობილის სახურავი მთლიანად ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგანიქნება დამზადებული ასევე განაცხადეს რომ ავტომობილში შეიძლება იყოს სხვა მოდელბის დეტალების ელემენტები გამოყენებული (რათქმაუნდა მხოლოდ აუდის სამოდელო რიგზეა საუბარი). ავტომობილს ექნება ბევრად მსუბუქი სკამები ახლანდელ მოდელთან შედარებით ასევე ნახშირბადის ბოჩკოვანი მასლაისგან იქნება დამზადებული ავტომობილის ძარის ქვედა ნაწილის (იატაკის) ზოგიერთი დეტალი.
პრეზენტაციაზეწარდგენილი იყო ახლანდელი R8 V10-ის ცოტათი გამხდარი (შემსუბუქებული) ვერსია (რომლის ფოტოები თავად AUDI-სგან იყო მიწოდებული) რომელსაც სტანდარტული ვერსიისგან განასხვავებდა ნახშირბადის ბოჭკოვანი მასლაისგან დამზადებული სახურავი,უკანა ბამპერი,ძარის ქვედა ნაწილები და მანქანის კორპუსზე ანთავსებული რამოდენიმე დეტალი ამ ყველაფრის შედეგად ავტომობილი 20% ცოტას იწონის ალუმინის კორპუსის R8-სთან შედარებით.

ინჟინრება გაგვანდეს ის ფაქტიც რომ ამ მანქანამ უკვე წარმატებით ჩააბარა CRASHTEST-ი ასევე ინჟინრება განაცხადეს რომ AUDI R8 NF დამზადდება იმავე ნახშირბადის ბოჩკოვანი სტრუკტურისგან რაც Lamborghini Aventador-ში გამოიყენეს. AUDI-ში ირწმუნებიან რომ ისინი სიმსუბუქის ხარჯზე ბევრად მეტ წარმატებას მიაღწევენ და რომ მათი თითოეული ახალი მოდელი მსუბუქი იქნება იმასთან შედარებით ვიდრე ხალხი ამას მოელის.
AUDI R8 NF პროექტის დასრულება 2014 წლისთვის იგეგმება.
სამწუხაროდ მეტი ფოტომასალა არ მოიპოვება ამ ფაქტთან დაკავშირებით.