
პორტუგალიურმა ტუნინგ ატელიე Ibherdesign-მა გაავრცელა მათ მიერი შექმნილი AUDI Q7-ის "Body kit". ყოველი სურათზე ნაჩვენები დეტალი ერგება AUDI Q7-ის AUDI Q7 S-line-ს და ასევე AUDI q7-ის FACELIFT-ირებულ მოდელსაც.
ნაკრებში შედის ოდნავ დაგრძელებული განახლებული წინა და უკანა ბამპერი განახლებული სახურავის სპოილერი და "კრილოებზე" განთავსებული თაღოვანი რკალები. ჯამში ავტომობილი 4 სანტიმეტრით დაგრძელდა. ტუნერები თვლიან რომ ეს ყველაფერი შედარებით მიმზიდველ და აგრესიულ იერს სძენს ავტომობილს.
მანქანა არის გახუნებული შავი (მატოვი) ფერის მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ფერი ასევე შეგიძლიათ ფერის მიხედვით შეუკვეთოთ ავტომობილის 22 დიუმიანი დისკები.
Ibherdesign აქვს 10 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და მყიდველებს პირდება რომ ყოველ თვიურად ამ BODY KIT-ის 2 ეგზემპლიარი დამზადდება.



© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE