ტუნინგ კომპანია ABT-ემ დაასრულა პროექტი AUDI R8 GT S და მისი დებიუტი 2011 წელს ჟენევაში შედგა.
რაც შეეხება ავტომობილს, მასში საკმაოდ მკვეთრი ცვლილებებია როგორც ვიზუალურ მახარეს ისე კაპოტქვეშ. ტუნერებმა გადაწყვიტეს მოდიფიკაცია ჩაეტარებინათ აუდი V10 სტანდარტული ძრავისთვის, რის შედეგადაც სტანდარტული 525 ცხენისძალის ნაცვლად 620 ცხენისძალა მიიღეს. ამ მოდიფიცირებული ძრავით ავტომობილს შეუძლია 100 კმ/ს-მდე 3.6 წამში აჩქარდეს და მაქსიმალური სიჩქარე 319კმ/ს (198მ.ს) განავითაროს, მაგრამ ამ ამნქანის მთავარ მიმზიდველ მხარედ მისი გარეგნული იერი რჩება, რომელშიც გამოყენებულია წითელი ფერის გამომწვევი საღებავი და ნახშირბადის ბოჩკოვანი (ეგრედ წოდეებული კარბონი) მასალის იმიტაცია რომელიც მანქანას ზედა მხარის მთელ სიგრძეზე მიჰყვება ამავე ფერებით არის ამ მანქანის ინტერიერი გაწყობილი. ავტომობილს ექნება ძალიან ეფექტური ABT BR 20 დიუმიანი ან CR Superlight 19 დიუმიანი განახლებული დისკები და საბურავები. ავტომობილის ინტერიერში ასევე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის წითელი ტყავის მასალა. პაკეტის ფასი სამწუხაროდ ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა გერმანელი ტუნერები აცხადებენ, რომ ეს არის ყველაზე მიმზიდველი ტუნინგ პაკეტი რაც მათ R8-სთვის შეუქმნიათ.

© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE