დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi Q5

05.30.11 Category 3238


Audi Q5


ახალი AUDI Q5-ს პრემიერა 2008 წელს შედგა პეკინის ავტოსალონზე! უკვე 2009წ.-ს ავტომობილმა მიიღო ჯილდო "TOP AUTO" როგორც საუკეთესო ყველგანმავალმა და მაშინვე დაიკავა ლიდერის პოზიციები თავის კლასში. 
მასში არაჩვეულებრივადაა შერწყმული დინამიურობა,კომფორტი და ფუნქციონალურობა.ავტომობილი გამოიყურება უჩვეულოდ მსუბუქად კროსოვერისთვის.აღჭურვილია მძლავრი და ამავდროულად საოცრად ეკონომიური ძრავებით. მუდმივი სრული ამძრავით, უნივერსალური ტრანსფორმირებადი სალონით, რომელსაც ღირსეულად შეაფასებენ ოჯახის წევრებიც, რადგანაც Q5 ბრწყინვალედ გამოდგება ქალაქგარე ვოიაჟებისთვის.
მის დიზაინში შესამჩნევია აუდისთვის დამახასიათებელი სპორტულობა,ელეგანტურობა და დახვეწილი ფორმები.
ალუმინისგან დამზადებული საბარგულის, კაპოტის და სავალი ნაწილის ძირითადი ელემენტები უზრუნველყოფენ 
Q5-ის სიმსუბუქეს, რაც აუცილებელია კარგი მანევრირებისთვის და დინამიური მაჩვენებლებისთვის. შედარებით დაბლა დაწეული სახურავის წყალობით Q5 გვერდიდან კუპეს ასოციაციას ტოვებს და მის იერს კიდევ ერთხელ სძენს სპორტულობას და დინამიურობას.ეს ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება ხუთ ქიმიანი მსუბუქ შენადნობიანი დისკების შეხედვისას!

აეროდინამიური მაჩვენებლებით W-0.33 Q5 იდეალურია თავის კლასში. მისი გარეგნული იერი გამოიჩევა უჩვეულო გაბარიტებით: სიგრძე-4.63მ. სიმაღლე-1.62მ. სიგანე-1.88მ.

ასეთი პარამეტრები დამახასიათებელია სპორტული ავტოსთვის,ამიტომ AUDI Q5 კონკურენტ გარეშეა მის კლასში!
ავტომობილის სალონი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ Q5 აწყობილია A 4-ის ბაზაზე მასში თავისუფლად მოთავსდება 5 ზრდასრული ადამიანი ყველანაირი დისკომფორტის გარეშე. დამატებითი ოფციის სახით კი გვთავაზობენ სავარძლების მესამე რიგს! 

სალონის ერგონომიულობა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისაბაძია ხოლო შესრულების ხარისხი უაღრესად მაღალ დონეზეა! აქ უხვად არის გამოყენებული ალუმინის, ძვირფასი ჯიშის ხის, ქრომის მასალები და ალკანტარა, რაც ინტერიერს კიდევ უფრო მეტ ქარიზმას სძენს...


მძღოლის სავარძელი ძალიან მოსახერხებელია, აქვს უამრავი სარეგულირებელი. ავტომობილს უკვე სტანდარტულ კომპლექტაციაში მოყვება ტყავით გაწყობილი სავარძლები, გათბობით და ვენტილაციით. ახალი თაობის მულტიმედიური სისტემა "MMI" და "JPS" ნავიგაციით. 18 დიუმიანი ალუმინის დისკები. პარკირების პრო-სისტემა, 180 ვატიანი 10 დინამიკიანი აუდიო სისტემა და სხვა მრავალი მოწყობილობა, რაზეც ქვევით ვისაუბრებ... სალონში უხვად არის სხვადასხა ზომის და მოცულობის სათავსოები, რომლებშიც უამრავი ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი, რაც ხანგრძლივი მოგზაურობისას აუცილებელია და მოსახერხებელია. 
რაც შეეხება საბარგულს Q5 აქაც კონკურენტ გარეშეა. მისი მოცულობა შეადგენს 450 ლიტრს, ხოლო სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მისი მოცულობა იზრდება 1560 ლიტრამდე! 

სავარძლების დაკეცვა ხდება საბარგულიდან, ღილაკზე თითის დაჭერით. 

რაც შეეხება უსაფრთხოებას, როგორც AUDI-ს მარკას შეესაბამება აქაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ავტომობილი აღჭურვილია 6 აირბალიშით :D . უსაფრთხოების ღვედებით, რომლებიც დარტყმის სიძლიერის მიხედვით იჭიმება და HI-TECH-ის აქტიური პადგალოვნიკებით ( ვერაფრით ვერ გადავთარგმნე),რომლებიც იცავენ კეფის არეს უკნიდან დარტყმის შემთხვევაში. 
Q5-ის ძარა დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უმტკიცესი ფოლადის შენადნობებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ძარის სიმტკიცეს. 
EURO NCAP-ის (europian new car assessment programme) ტესტირების შედეგად Q5-ს მიანიჭეს უმაღლესი შეფასება "5". 

გადავიდეთ ძრავებზე და მათ მახასიათებლებზე: 

1. 2.0 TFSI 
ძრავის მოცულობა 1984სმ3 4 ცილინდრიანი პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და ტურბო დაბერვით აღჭურვილი ძრავი გამოიმუშავებს 211ცხ/ძ. 4300/6000 ბრ/წთ. მბრუნავი მომენტი 350ნმ.1500/4200ბრ/წთ. 
განკუთვნილია 2 სახის სიჩქარის კოლოფი: 1. 6 სიჩქარიანი მექანიკა 
2. 7 შიჩქარიანი S-ტრონიკი ორმაგი სცეპლენიით.

მაქსიმალური სიჩქარე--222კმ/სთ. 
აჩქარება 0-100კმ/სთ-მდე--7.6 წმ.
საწვავის ხარჯი 100კმ. : 
ქალაქში--10.7ლ.
ტრასა----6.8ლ.
შერეული--8.3ლ.
საწვავის ტიპი--სუპერი არაეთილირებული-95 
ავზის მოცულობა----75ლ.
წონა---1695კგ. (1740კგ.)

2. 2.0 TDI
ძრავის მოცულობა 1968სმ3 4 ცილინდრიანი პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და ტურბოდაბერვით აღჭურვილი ძრავი გამოიმუშავებს 170ცხ/ძ. 4200ბრ/წთ. 350ნმ. 1750/2500ბრ/წთ.

განკუთვნილია 1 სახის სიჩქარის კოლოფი : 6 სიჩქარიანი მექანიკა. 

მაქსიმალური სიჩქარე---204კმ/სთ.
აჩქარება 0-100კმ/სთ--9.5წმ. 
საწვავის ხარჯი 100კმ.: 
ქალაქში--8.2ლ.
ტრასაზე--5.8ლ.
შერეული--6.7ლ.
საწვავის ტიპი---დიზელი
ავზის მოცულობა---75ლ.
წონა---1730კგ. 


3. 3.0 TDI 
ძრავის მოცულობა--2967ლ. 6ცილინდრიანი პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და ტურბო დაბერვით
აღჭურვილი ძრავი გამოიმუშავებს 240ცხ/ძ. 4000/4400მრ/წთ. 500ნმ. 1500/3000ბრ/წთ.

სიჩქარის კოლოფი: S-ტრონიკი ორმაგი სწეფლენიით. 

მაქსიმალური სიჩქარე---225კმ/სთ.
აჩქარება 0-100კმ/სთ---6.5წმ.
საწვავის ხარჯი 100კმ.:
ქალაქში--9.2ლ.
ტრასაზე-6.6ლ.
შერეული-7.5ლ.
საწვავის ტიპი--დიზელი
ავზის მოცულობა--75ლ
წონა--1865კგ.


4. 3.2 FSI.

ძრავის მოცულობა 3197სმ3 6 ცილინდრიანი პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და AUDI VALVELIFT სისტემით აღჭურვილი ძრავი გამოიმუშავებს 370ცხ/ძ. 6500ბრ/წთ. 330ნმ. 3000/5000ბრ/წთ.

სიჩქარის კოლოფი: S ტრონიკი. 
მაქსიმალური სიჩქარე---234კმ/სთ.
აჩქარება 0-100კმ.---6.9წმ.
საწვავის ხარჯი 100კმ. :
ქალაქში--12.3ლ.
ტრასაზე--7.6ლ.
შერეული--9.3ლ. 
საწვავის ტიპი---სუპერი არაეთილირებული--95
ავზის მოცულობა--75ლ.
წონა--1795კგ.

AUDI Q5-სთვის შემოთავაზებული ძრავები გამოირჩევა საოცარი ეკონომიურობით, სიმძლავრით და სვლის სირბილით. ყოველივე მათგანში გამოყენებულია ინოვაციური ტექნოლოგიები! რამაც მეტად ცხადყო AUDI-ს კონცენრის წარმატებული მიმართულება: მაქსიმალური სიმძლავრის მიღება, მინიმალური საწვავის ხარჯვით. 

შედარებით მძლავრი მოდელები აღჭურვილია ინოვაციური სიჩქარეთა კოლოფით S TRONIC! მასში გამოყენებულია ორმაგი სცეპლენიის მექანიზმი, რაც სიჩქარეების ბევრად უფრო სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა და მძღოლისთვის არის ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი. მძღოლს შეუძლია ამუშაოს კოლოფი, როგორც ავტომატურ რეჟიმში ასევე მექანიკურ რეჟიმში და სურვილისამებრ შეცვალოს სიჩქარეები პირდაპირ საჭიდან. 

როგორც ახალი თაობის A-4-ში დიფერენციალმა გადაინაცვლა სცეპლენიის წინ და ახლა უკვე მოთავსებულია ძრავსა და კოლოფს შორის, რამაც საშუალება მისცა კონსტრუქტორებს წინა ხიდი გაეწიათ კიდევ უფრო წინ და გაეზარდათ სავალი ნაწილის ბაზა. ამ ცვლილებებმა გამოიწვიეს ავტომობილის წონის იდეალური განაწილება და Q5-ს შესძინა შთამბეჭდავი აჩქარება ტრასის სწორ მონაკვეთებზე, მაღალი კომფორტი, მანევრულობა და დინამიურობა. 

Q5 როგორც AUDI-ს კონცერნის სხვა მოდელები აღჭურვილია ყველასათვის კარგად ნაცნობი და გამოცდილი სრული ამძრავით QUATTRO ! მოძრაობის ჩვეულებრივ რითმში მბრუნავი მომენტის 40% გადაეცემა წინა თვლებს, ხოლო 65% უკანა თვლებს. მბრუნავი მომენტის ასეთი გადანაწილება უზრუნველყოფს Q5-ს მართვის შესანიშნავ მახასიათებლებს და სიამოვნებას. აუცილებლობის შემთხვევაში მექანიზმს შეუძლია გადაანაწილოს ბრუნავი მომენტის 65%-მდე წინა თვლებზე და 85%-მდე უკანა თვლებზე.

დამოუკიდებელი 5 რიჩაგიანი (ესეც ვერ ვთარგმნე)დაკიდების სისტემა წინ და ტრაპეციული მიმართულების მიმცემი რიჩაგები უკან დამზადებულია ალუმინისგან. დიდი სამუხრუჭე დისკები უზრუნველყობს ბრწყინვალე შენელებას მაღალი სიჩქარეებიდან. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს Q5-ის სპორტულ ხასიათს. 
განახლება განიცადა მიმართულების შემანარჩუნებელმა სისტემამ ESP. მას დაემატა ფუნქციები. Q5-სთვის შესაძლებელი გახდა 2ტ. ტვირთის დაბუქსირება და სახურავზე დამატებითი საბარგულის დადგმის შემთხვევაში 100კგ. ტვირთის გადაზიდვა. სიმძიმის ცენტრის ცვლილების შესახებ სპეციალური დაჩიკიდან იღებს ინფორმაციას ESP და სხვანაირად იწყებს მუშაობას. 

უგზოობისთვის საბაზო კომპლექტაციაში Q5-ს მოყვება დაგორების საწინააღმდეგო სისტემა. ESP-ს შეთავსებული აქვს ABS-ის ფუნქციაც და მოძრაობის სპეციალური რეჟიმების საშუალებით უპრობლემოდ მუშაობს უგზოობის პირობებში. ავტომობილს შეუძლია 31 გრადუსიანი (60%) აღმართების და 50სმ. სიღმის თხრილების დაძლევა. 

Q5-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში აგრეთვე შედის: ელექტრომექანიკური ხელის მუხრუჭი, ინტელექტუალური გასაღები ჩიპით, კლიმატ-კონტროლი ავტომატური სისტემა, დიდი მონიტორი ცენტრალურ კონსოლში, საბარგულში ტვირთის დასამაგრებელი ბადეები და სამაგრები. მულტიმედიური სისტემა MMI რომლის მართვა სულ უფრო ადვილი და კომფორტული ხდება. მონიტორი ცენტრალური მაჩვენებლებს შორის, რომელსაც მაგალითად შეუძლია გიჩვენოთ თუ რომელი სიჩქარით უნდა იმოძრაოთ მოცემულ მომეტში რათა მიიღოდ საწვავის მაქსიმალური ეკონომია....


დამატებით ფუნქციებში შედის უკანა ხედვის კამერა, პარკინგ კონტროლი Audi parking system advanced, აქტიური კრუიზ კონტროლის სისტემა adaptive cruise control, რომელიც თვითონ ინარჩუნებს მანძილს წინ მიმავალ მანქანამდე, აგრეთვე Audi side assist, რომელიც მძღოლს აფრთხილებს რიგიდან რიგში გადაადგილების უსაფრთხოებაზე.Audi lane assist, ეს სისტემა თვალს ადევნებს საგზაო მონიშვნას და ESP სისტემასთან ერთად მუშაობს რო იაღლიში არ მოგივიდეს და სადმე არ გადაუხვიო! :D 
აგრეთვე შესაძლებელია საბურავებში წნევის მაჩვენებლის შეკვეთა, განათების ავტომატური ჩართვა-გამორთვის სისტემის და მოძრავი ფარების შეკვეთა, პანორამული სახურავის, უკანა შუშებზე ფარდების და სამ ზონიანი კლიმატის შეკვეთა. აქვე დავამატებ რომ შესაძლებელია რეგულირებადი სავალი ნაწილის შეკვეთა რომელსაც აქვს მუშაობის 3 რეჟიმი და მეოთხე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილისამებრ დააყენოთ ყველაფერი. 
ავტომობილის ძარა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ორი განსხვავებული გაფორმებით S-LINE და ofroad stile