დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

2011 Senner AUDI A1 1.4

05.30.11 Category 1369


2011 Senner AUDI A1 1.4


ცნობილმა ტუნინგ კომპანია SENNER-მა (რომელმაც ცოტა ხნის წინ ამავე მოდელის დიზელის ვერსია დაატუნინგა) შექმნა ტუნინგ პაკეტი AUDI A1 ისთვის, რომელიც ეხება ამ მოდელის 1.4T-FSI ვერსიას. მანქანას აქვს ახალი CHIPBOX (ანუ გაჩიპულია), ასევე აქვს ახალი უჟანგავი მეტალისგან დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია მანქანის უკან როგორც მარცხენა ისე მარჯვენა მხარესაც და თითოეულის დიამეტრი 90მმ შეადგენს. ამ ყველაფრის შედეგად მანქანის საწყისი მონაცემები 122 ცხენისძალა და 200 ნიუტონ მეტრი გაიზარდა 156 ცხენისძალა და 250 ნიუტონმეტრამდე. პაკეტში ასევე შედის სპორტული დაკიდების სისტემა, რომელიც მანქანს 3.5 სანტიმეტრით ქვემოთ დასწევს და უფრო აგრესიულ იერს შესძენს. ასევე ავტომობილს უყენია 8Xblack ის ფირმის 18 დიუმიანი დისკები, რომლებზეც S1 evo საბურავები აყენია. 


ამ პაკეტის საფასური 4290 ევროს შეადგენს (მიმდინარე კურსით 6150$)