დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI A7 POGEA RACING

05.30.11 Category 1401


AUDI A7 POGEA RACING


ჩვენ უკვე ვნახეთ საკმაოდ კარგი ტუნინგ პაკეტების ვერსიები AUDI A7 ისთვის MTM და ABT Sportline ისგან, მაგრამ გამოჩდა ახალი ტუნინგ კომპანია POGEA რომელიც გვპირდება ტუნინგის კიდევ ერთ ახალ პაკეტს AUDI A7-სთვის. კომპანიამ განაცხადა რომ მოდიფიკაცია ჩაუტარდება მანქანის ინტერიერსაც და ექსტერიერსაც ასევე მათი პაკეტი ითვალისწინებს 3.0T FSI და 3.0TDI ძრავების მოდიფიცირებას.
3.0 TDI ძრავთან დაკავშირებით კომპანია გვთავაზობს დამატებით 45 ცხენს და 55 ნიუტონმეტრს მისი საბოლოო მონაცემები ასეთი იქნება, 290 ცხენისძალა და 555 ნიუტონმეტრი.
ზუსტად იგივე მონაცემებით გაიზრდება მანქანის 3.0T FSI ძრავი და საბოლოოდ 345 ცხენს და 495 ნოუტონმეტრს მიიღებს.ეს ვერსია ასევე მიიღებს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ გამოსაბოლქვ სისტემას.
ექსტერიერს რაც შეეხება ტუნერი გვთავაზობს 20 დიუმიან ქრომირებულ შავი-ვერცხლისფერში შეფერილ დისკებს ახალ სამუხრუჭე BREMBO-ს სისტემას და სპეციალუ ხუნდებს "სუპორტებს" დანარჩენს რაც შეეხება სურათზე ნაჩვენებ ესკიზებზე ჩანს.

ტუნინგ კომპანია შეღავათს გაუწევს კლიენტებს და ამ მოდიფიკაციის საფასური მინიმუმ 2.500$ იქნება.