დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI A7 ABT Sportline

05.30.11 Category 1670


AUDI A7 ABT Sportline

 
ცოტახნის წინ კომპანია MTM მა შექმნა ტუნინგ პაკეტი AUDI A7 ისთვის, არ დააყოვნა გერმანულმა ტუნინგ ატელიე ABT Sportline მა და შემოგვთავაზა კიდევ ერთი AUDI A7 ის ტუნინგ პაკეტი.ამ კომპანიას ხშირად აქვს აუდის მოდელებთან ურთიერთობა.
მცირედი ვიზუალური ცვლილებების ჩატარების შედეგად მანქანს შეექმნა უფრო აგრესიული და მდიდრული იერი სტანდარტულ AUDI A7 თან შედარებით. ალბათ ეს მანქანა დადებით შთაბეჭდილებას დატოვებს თითოეულ ჩვენგანში.

 
 
როგორც გითხარით მანქანის ვიზუალური მხარის ცვლილებების შედეგად მანქანმ მიიღო უფრო მიმზიდველი და აგრესიული იერი, რაც წინა, გვერდითი და უკანა სპოილერების დამსახურებაა. ავტომობილს ასევე უყენია 19 იდან 21 დიუმამდე ზომის დისკები და ოთხ მილიანი გამოსაბოლქვი სისტემა. 


მოდით ჩავიხედოთ კაპოტქვეშ. კომპანია ABT-ემ საკმაოდ კარგად იმუშავა რადგან აქ არის ორი სახის მოდიფიცირებული ძრავი, პირველი 3.0 TFSI, რომელსაც თავისი 300 ცხენის ნაცვლათ უკვე 400 ცხენისძალა აქვს ხოლო მეორე ძრავი არის 3.0 TD,I რომლის ცხენების რაოდენობა 65-ით გაიზარდა და ახლა მას 245 ცხენის ნაცვლად 310 ცხენისძალა აქვს ასევე არსებობს ამ ძრავის 282 ცხენისძალიანი ვერსიაც , გააჩნია არჩევანს რომელ პაკეტზე შეაჩერებთ :).
მოდიფიკაციის საფასური ჯერ დაზუსტებული არ არის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სტანდარტული A7 ის ფასი 42.925 ევროს აღწევს (მიმდინარე კურსით დაახლოებით 70 000$ ) სავარაუდოდ ამ მოდელის ABT მოდიფიკაციით შეძენა 80 000 $ დაგიჯდებათ.

AUDI A7 ABT Sportline / AUDI A7 MTM