დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi – მსოფლიოში ლიდერი მარკა განათების ტექნოლოგიაში

02.07.13 Category 2360


Audi – მსოფლიოში ლიდერი მარკა განათების ტექნოლოგიაში

 

აუდი მიზანმიმართულად ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის განათების ტექნოლოგიაში. ბიფუნქციონალური ქსენონებითა და შუქდიოდებიანი ფარებით გაცილებით შესამჩნევია ობიექტები ღამით მოძრაობისას,

ამასგარდა, ფარები ძალიან ლამაზად გამოიყურება და ამშვენებს "ოთხ რგოლს".

მომავალში განათება გაცილებით მგრძნობიარე იქნება და შეძლებს გარემოს შესაბამისად რეაგირებას. პირველი ნაბიჯები გადაიდგმება წელს, დაგეგმილია ინოვაციური შუქდიოდებიანი Matrix LED –ის გამოყენება.

 

 

დღისით მოძრაობისათვის განკუთვნილი თეთრი ფერის შუქდიოდები მნიშვნელოვნად ალამაზებს ავტომობილს, რომელიც პირველად 2004 წელს იქნა გამოყენებული A8–ზე, ამის შემდეგ დაიწყო განათების ტექნოლოგიაზე უფრო მეტი მუშაობა.

მიუხედავად სხვადასხვა ფორმისა და ზომისა, ყოველთვის შესაძლებელია გამოარჩიო აუდის ახალი მოდელი, რომელიც შუქდიოდებიანი ფარებითაა აღჭურვილი.

 

Audi A1–ზე სულ 2 შუქდიოდია გამოყენებული, რომელიც ანათებს პოლიმერულ მილში, ხოლო A7–ზე გამოყენებულია 18 ცალკეული შუქდიოდი.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ შუქდიოდი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ეკონომიურია, მას ასევე გაცილებით დიდი ხნით შეუძლია მუშაობა, ვიდრე ჩვეულებრივი განათების ნათურას.

 

აუდის ხელმძღვანელი განათების საკითხებში შტეფან ბერლიტცი აღნიშნავს, რომ "ჩვენი ძალა – დავალებების ურთიერთგაგებაშია", კერძოდ, სწორედ დიზაინერებისა და ინჟინრების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა აუდის შუქდიოდებიანი ფარები,

რომელიც როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ვიზუალურადაც გამართლებულია.