
გერმანული საავტომობილო კომპანია „აუდის“ გაყიდვებმა გასულ წელს ჩინურ ბაზარზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
„bild.de“-ს ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ უდიდეს ბაზარზე, ჰონგკონგის ჩათვლით, 400 000-ზე მეტი ავტომობილის რეალიზაცია შეძლო.
როგორც „აუდი“-ში აცხადებენ, შარშან ავტომანქანების მიწოდების რიცხვი 29,6%-ით, 405 838-მდე გაიზარდა.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE