ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონე უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას, ან რეგისტრაციის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით
დაუშვებელია ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებით გამოწვეული ხმაური
ბენზინის ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლებთან დაკავშირებითაც ტიპის დამტკიცების სტანდარტები მიუთითებს, რომ ისინი აღჭურვილი უნდა იყოს გამონაბოლქვის კონტროლის თანამედროვე სისტემებით, როგორიცაა სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორი ლამბდას კონტროლით, გამონაბოლქვის რეგულარული ინსპექტირების სტანდარტები უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებისათვის
ნახშირჟანგის
(CO) შემცველობის კონტროლი ხდება მწარმოებლის მიერ განსაზღვრული დონით, თუმცა თუ ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს შემდეგნაირად:
1986 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ/გაშვებულს ექსპლუატაციაში მქოფ ავტომობილებისათვის -
4,5%-ს
1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რეგისტრირებულ/გაშვებულს ექსპლუატაციაში მქოფ ავტომობილებისათვის –
3.5 %-ს
ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება
შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი