Audi-მ წარმოადგინა ახალი ბოლოდი – LMP1 (Audi R18 e-tron quattro), რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა რბოლებში, მათ შორის ლემანის 24 საათიან ტურნირში.
იგი აღჭურვილია 510 ცხ. ძალიანი დიზელის ძრავით. მოდელი ასევე მოიცავს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (ფორმულა 1–ში იგი ცნობილია, როგორც KERS), იგი მუშაობს წინა ღერძზე დამუხრუჭების დროს აგროვებს ენერგიას, რაც გადაეცემა აკუმლატორს.
R18 e-tron quattro–ს გარდა აუდი რბოლებზე წარმოადგენს ბოლიდს Audi R18 ultra, სადაც არ იქნება გამოყენებული ჰიბრიდული სისტემა.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE