დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi Rosemeyer

01.23.19 Category 2522


Audi Rosemeyer

 

2000 წლის პირველ ივნისს კომპანია AUDI-ს პავილიონის "Autostadt"-ის გახსნის ცერემონიალზე Wolfsburg-ში AUDI-ის კონცეფტუალური მოდელი წარდგა. მეტად შესაფერისად რომ ვთქვათ ეს ავტომობილი უფრო მონუმენტია ვიდრე ჩვეულებრივი სამოდელო რიგში მდგომი ავტომობილი. Audi Rosemeyer შეიქმნა კომპანიის შორეული წარსულის პილოტის Bernt Rosemeyer-ის და მისი ბოლიდის AUTO UNION TYP C-ს საპატივსაცემოდ რომლებმაც 1936-1938 წლებში მოიპოვეს უამრავი გამარჯვება და გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. ავტომობილის დიზაინში მკვეთრად არის გამოყენებული 1935 წლის AUTO UNION TYP C-ეს ელემენტები, ერთ-ერთი ასეთი ელემენტი მისი ცხაურია. ამ ავტომობილის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი 8 ლიტრიანი ტიპის 16 ცილინდრიანი ძრავია (რომელიც მიერთებულია 6 სიჩქარიან მექანიკურ ტრანსმისიასთან) რომელიც ასევეAUTO UNION TYP C-სგან აიღეს. ავტომობილის კორპუსი მთლიანად ალუმინისგან არის დამზადებული. 1935 წლის TYP C-ს მსგავსად Audi Rosemeyer-საც ძრავი შუა ნაწილში აქვს მოთავსებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ძრავის მთლიანი ძალა მხოლოდ უკანა თვლებს მიეწოდება. მინდა ხაზი გავუსვა ამ ავტომობილის საოცარ დიზაინს რომლის შედეგად ავტომობილს არაჩვეულებრივი აეროდინამიკა აქვს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ ავტომობილის დისკების მიღმა დამალულ უზარმაზარ სამუხრუჭე სისტემას.
გარდა ამ ყველაფრისა ავტომობილი აღჭურვილია იმდროისთვის უახლესი თექნოლოგიებით. ასეთ ტექნოლოგიებს კი ქსენონის განათების სისტემაც მიეკუთვნებოდა. თუ ავტომობილს დავაკვირდებით დავინახავთ რომ მას სარკეეები არ აქვს, მაგრამ უქმნის თუ არა ეს მძღოლს პრობლემას ?? არა რადგან მძღოლს ზუსტ უკანა ხედვაში ავტომობილის უკანა ნაწილში განთავსებული კამერები ეხმარება რომლებიც მიერთებულია სალონში დამონტაჟებულ მონიტორთან. რაც შეეხება ამ ავტომობილის ინტერიერს იგი ძალიან მდიდრული და ავანგარდულია, გამოყენებულია მაღალი ხარისხის ტყავი და ასევე ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა. 
 
ამ ავტომობილს 630 ცხენისძალა და 561 Lb-Ft (დაახლოებით 700-800ნ*მ) მბრუნავი მომენტი ეხმარება 360კმ/ს სიჩქარის მიღწევაში. 
 
 
 

1935 AUTO UNION TYP C:
 

Bernt Rosemeyer: