Tuning კომპანია PPI-მ AUDI R8 V8 4.2 FSI-ის ხელი პირველად 2009წელს მოჰკიდა, რის შედეგადაც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად შეიცვალა: 420 ცხენისძალიდან 560 ცხენისძალამდე, 430ნიუტონმეტრიდან 600 ნიუტონმეტრამდე, ხოლო ავტომობილი 100კმ/სგანვითარებას სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით 1 წამით ნაკლებ დროში ახერხებდა. შესაბამისად ავტომობილს მაქსიმალური სიჩქარის(სტანდარტული AUDI R8-ს 301კმ/ს სგან განსხვავებით) 332კმ/ს-ის განვითარება შეეძლო.
2010 წლის ჟენევის MOTOR SHOW-ზე ტუნერმა გაავრცელა რომ ისინი800 ცხენისძალიან AUDI R8 ამზადებდნენ და ამ ყველაფერს ახალი Bi-Centrifugal Supercharger-ის დახმარებით შეძლებდნენ (B-CS). რამოდენიმე დღის წინ მზადება დამთავრდა და ტუნერმა ფარდა ახადა თავის ქმნილებას, რომლის რესურსებმაც ძალიან გამაოცა. ავტომობილსთვის Bi-Centrifugal Supercharger ტექნოლოგიის ვარგისიანობისთვის საჭირო გახდა ავტომობილის მთლიანი გაგრილების და ჰაერის მიწოდების სისტემის შეცვლა. შედეგად მივიღეთ 801 ცხენისძალა 860 ნიუტონმეტრი 5.910 ბრ / წთ-ში ამ მონაცემების მიღების შემდეგ ავტომობილი პირველ ასეულ კილომეტრს 2.9 წამში იღებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარე 350 კმ/სუტოლდება.