არსებობს ორი ასო რომლის დანახვისას, ზოგ ადამიანს შიში იპყრობს ზოგს უსაზღვრო ინტერესი უჩნდება ზოგიც გაოგნებული უყურებს. ეს ასოები არის: RS ალბათ დამეთანხმებით რომ AUDI RS6 AVANT ერთერთი საუკეთესოა თავის კლასში და არამარტო თავის კლასში , ამ მანქანის მთავარი პლიუსი მის მრავალფუნქციურობაში მდებარეობს. ეს მანქანა არის ძალიან სპორტული ხასიათის, დახვეწილი, ელეგანტური და ასევე ოჯახზე მორგებულიც, მაგრამ ტუნინგ კომპანია MRC ემ ამ მანქანის შესაძლებლობები გაითვალისწინა და გადაწყვიტეს რომ 580 ცხენისძალა საკმარისი არ იყო და მის 5.0 BITURBO ძრავს და მანქანას მოდიფიკაცია ჩაუტარეს .
აი საბოლოოდ რ ამიიღეს: 820 ბედაური კაპოტ ქვეშ და 980 ნიუტონმეტრი . ეს მონსტრი 100 კმ/ს-ს 3.5 წამში ანვითარებს
ალბათ დამეთანხმებით ასევე იმაშიც რომ 820 მიმზიდველი და თვალწარმტაცი რიცხვია როდესაც ცხენისძალებს ეხება საქმე .
მონაცემები ასეთია :
ძრავი : 5.0 V10
სიმძლავრე : 831PS (~820 Hp)
მგრეხი ძალა : 980Nm (~720 Ft/Lbs)
აჩქარება 100 კმ/ს მდე : 3.5
აჩქარება 100 კმ/ს დან 200 კმ/ს მდე 6.2
მაქსიმალური სიჩქარე : (ელეკტრონულად შეზღუდულია ) 350 კმ/ს ( 217 MPH )
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE