აუდის მმართველებმა მწვანე შუქი აუნთეს ელექტროსუპერკარის გამოშვების პროექტს.
ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების გამომცემლობა "Autoweek"-მა გაავრცელა.
ავტომობილი აგებულ იქნება PB18 e-tron-ის ბაზაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ წელს.
პროტოტიპი აღჭურვილი იქნება სამი ელექტროძრავით, რაც ჯამში 680 ცხ.ძალას მიაღწევს.
აჩქარება 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2 წამში იქნება შესაძლებელი.
ავტომობილში გამოყენებული იქნება 95 კილოვატ საათიანი აკუმლატორები, რომლებიც სრულად დამუხტვის შემთხვევაში 500 კმ.-მდე მანძილს გაატარებს, ხოლო მისი დამუხტვა სულ რაღაც 15 წუთში იქნება შესაძლებელი (ოღონდ ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური 800 ვოლტიანი სისტემა).
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE