დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

აუდი მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება

01.24.19 Category 2476


აუდი მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება



 

  აუდის მიერ შექმნილი მთვარის მკვლევარი როვერი Audi Lunar Quattro მალე ჩვენი პლანეტის სატელიტზე გაემგზავრება. ამაში მას ევროპულ კორპორაცია „სპეისფლაითის“ რაკეტა-ტრანსპორტიორი დაეხმარება.

   ინგოლშტადტელებზე არჩევანი მისიის ორგანიზატორმა, სამეცნიერო ჯგუფმა „პარტ-ტაიმ საიენტისტმა“ შეაჩერა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ბერლინში, „აუდი სიტიში“ გამოაქვეყნა.

 


 

პროექტ „აუდი ლუნარ კვატროს“ განვითარების კოორდინატორმა მიხაელ შოფმანმა განაცხადა, რომ მთვარის როვერის შემუშავების პარალელურად,

მისმა კომპანიამ ამ პროექტში მონაწილეობით, ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის ექსტრემალურ პირობებში მუშაობის შესახებ ბევრი რამ შეისწავლა.

„აუდის“ ინჟინერთა მცირე ჯგუფი რამდენიმე თვე მუშაობდა იმისათვის, რომ მთვარის როვერისთვის, სრულამძრავიანი საზრიანი ტრანსმისია შეემუშავებინა,

რომლის მართვის ელექტრონული სისტემაც, ბორბლებს შორის მაბრუნი ძალის ოპტიმალურად განაწილებას შეძლებდა. გარდა ამისა, მათ როვერი გააფართოვეს, რათა მთვარის მკაცრ პირობებში,

მან სტაბილურობის შენარჩუნება შეძლოს.

  ყოველივეს მიუხედავად, „აუდი ლუნარ კვატრომ“, პირვანდელ ვერსიასთან შედარებით, 8 კილოგრამი დაიკლო, რაც მსუბუქი მასალების და ალუმინისგან 3D-ბეჭდვით დამზადებული დეტალების გამოყენებამ გახადა შესაძლებელი.

   საბოლოოდ, როვერის წონა 30 კილოგრამის ფარგლებშია.

სანამ მთვარეზე გაემგზავრება, „აუდი ლუნარ კვატრო“ რამდენიმე თვეს ახლო აღმოსავლეთში გაატარებს, სადაც უდაბნოს პირობებში, მთვარეზე მისიის იმიტაციის ტესტებს გაივლის.

ტესტებისთვის ორი როვერია დამზადებული. თითოეული აღჭურვილია ოთხი კამერით, რომლებიც მათ მთვარეზე ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში დაეხმარება.

ამ კამერებითვე მოხდბა ლოკაციის სამგანზომილებიანი რუქების და 360-გრადუსიანი ფოტოების გადაღება. უკვე განსაზღვრულია, რომ „აუდი ლუნარ კვატრო“ მთვარის იმ ზონაში დაეშვება,

სადაც მისიას „აპოლო 17“ ასრულებდა.

   მისიის დაგეგმვასა და ტექნიკურ საკითხებში, პროექტი NASA-სთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) მჭიდროდ თანამშრომლობს. პროექტის პარტიორია ასევე „ვიკიპედია“,

რომელმაც მისიასთან დაკავშირებით, „მნიშვნელოვანი მეცნიერული ინტერესი“ გამოხატა.